სანქტ-პეტერბურგში ბიზნესმენი ბადრი შენგელია მოკლეს

53 წლის შენგელიას ცხედარი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვს, Mercedes-ის ბრენდის ავტომობილში იპოვეს. წინასწარი გამოძიებით, შენგელიას Mercedes-ს გამვლელი ავტომობილიდან ესროლეს.

შენგელიას მკვლელობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის მიხაილ მაქსიმენკოს სისხლის სამართლის საქმესთან. 2018 წლის აპრილში მიხეილ მაქიმენკოს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 550 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის. ეს ფული მან კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო მალადოის (ზაქარია კალაშოვი) ბრალის შესუსტებისთვის აიღო.

ბადრი შენგელია მაქსიმენკოს საქმეში ბრალდების მოწმე იყო.

imedinews.ge

Comments
Loading...