“საოცარ ამბებს სჩადის ტრამპი: 2018 წლის ბიუჯეტი ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტოდ მცირდება“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ წერს. გოცირიძე ტრამპის გადაწყვეტილებებს უპრეცენდენტოს უწოდებს:

“საოცარ ამბებს სჩადის ტრამპი: 2018 წლის ბიუჯეტი ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტოდ მცირდება. 3,6 ტრილიონი დოლარით აპირებს ხარჯების შეკვეცას მომავალ ათ წელიწადში. შემცირება ძირითადად ეხება ამომრჩეველთა იმ კატეგორიას, რომლებმაც ტრამპი პრეზიდენტად გახადა.

მცირდება ისეთი ხარჯების დაფინანსება, როგორიცაა ღარიბებისათვის სასურსათო ბარათები, ფერმერული მეურნეობების სუბსიდირება, შეღავათი უმაღლესი სასწავლებლების ახლადდამთავრებულთათვის, დაბალშემოსავლიანი ოჯახების სამედიცინო დახმარება და ა. შ.-ძირითადად, სოციალურად ორიენტირებული პროგრამების ხარჯზე.

ამ ცვლილებების მიზანია ის, რომ მილიონობით ადამიანმა თავი დააღწიოს ამ პროგრამებს და თავად გახდეს საკუთარი თავის ბატონ-პატრონი.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს სახელწიფოს როლის შემცირებას ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დაუჭერს თუ არა ამ ბიუჯეტს მხარს კონგრესი, ამას დრო გვაჩვენებს.”- წერს რომან გოცირიძე.

Comments
Loading...