საპატრიარქოში, მოულოდნელად, სინოდის სხდომა ჩაინიშნა

რამდენიმე წუთში საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება. სინოდის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ უცნობია დღეს განსახილველი საკითხები და იმსჯელებს თუ არა დღეს სინოდი „ციანიდის საქმეში“ მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, მისთვის არაა ცნობილი.

“გუშინ გამოცხადდა და მოგვიწია ჩამოსვლა ალბათ ბევრიც არ იქნება, როგორც ჩანს საგანგებო შემთხვევაა. ვნახოთ, ალბათ უწმინდესი გვეტყვის”, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

Comments
Loading...