სარალიძე: “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას

ამის შესახებ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საშუალო სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“სამარცხვინოა ეს დასკვნა, ეს არც კი უნდა გაეფიქრებინათ, იქიდან გამომდინარე რომ აქ არის ყველაზე საინტერესო მიზეზი, ვინ მოკლა დავით სარალიძე და არა ვინ გაღუნა დანა. ვინც გაღუნა დანა ისიც დამნაშავეა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელი შეუშალა მკვლელის დადგენას.

დღეს ვღებულობთ იმას, რომ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას.

პროკურატურა რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას?! შინაგან საქმეთა სამინისტრო რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას? რატომ, რას ელოდებიან?”,- განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომიასიამ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის საქმეს 3 თვის განმავლობაში განიხილავდა, მუშაობა დაასრულა და საბოლოდ “ევროპული საქართველოს” მიერ მომზაადებული დასკვნა-რეკომენდაცია მიიღო.

ცნობისთვის,  დროებითმა საგამოძიებო კომისიაში შემავალმა “ქართული ოცნების” დეპუტატებმაც მოამზადეს 20 გვერდიანი დასკვნა-რეკომენდაცია, რომელსაც კომისიის წევრთა უმრავლესობა მხარი არ დაუჭირა.

Comments
Loading...