სარალიძე: ხელისუფლება აუცილებლად წავა, თუ ხორავას საქმე ბოლომდე არ მიიყვანენ

ამის შესახებ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საშუალო სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ამ საქმეში ძალიან ბევრს აქვს ბრალი წარსადგენი, თუნდაც სამოხელეო ნაწილში, თუნდაც დამნახავებს, თუნდაც მოტყუებაში. ამ ეზოში, ახლა ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას და არც არავის სჯერა, გასაგებია, რომ დათოს ნაწილი, შეიძლება, ვერ დაინახეს, მაგრამ ლევანი სადაც მოკლეს, არ არსებობს, წითელი ჯიპის პატრონს არ დაენახა, ძალიან ბევრ ადამიანს არ დაენახა. ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა, თუ აღნიშნული საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი“ ,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. სისხლიან დაპირისპირებას 2017 წელს ორი მოზარდის, დათო სარალიძის და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Comments
Loading...