სარფის საბაჟოზე 5 ცალი არადეკლარირებული ოქროს ზოდი აღმოაჩინეს

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ა ვრცელებს.

“6 ოქტომბერს, საბაჟო გამშვები პუნქტში ,,სარფი“, არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, რ.დ.ბ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 9372 ლარის ღირებულების, 5 ცალი, არადეკლარირებული ოქროს ზოდი (საერთო წონა, 100 გრამი) აღმოაჩინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 9372 ლარის ოდენობით შეეფარდა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

Comments
Loading...