სასამართლომ  ნიკა მელიას 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა

თბილისის საქალაქო სასასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, პარლამენტის წევრ ნიკა მელიას 2 წლითა და 3 თვით, თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა.

20-21 ივნისის მოვლემების შემდეგ, 2019 წლის 26 ივნისს 91 პარლამენტარის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ დეპუტატის იმუნიტეტი დაკარგა, რის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ, დეპუტატ ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ბრალი წაუყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ აღნიშნულ საქმეზე, არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

Comments
Loading...