საუდის არაბეთში ქალებს ფეხბურთზე დასწრების უფლება მისცეს

საუდის არაბეთში, პირველად ქალებს სტადიონზე წასვლის ნება დართეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

როგორც მედია აღნიშნავს, ქალებს მიეცათ შესაძლებლობა მეფე ფაჰდის საერთაშორისო სტადიონი მოინახულონ.

გადაწყვეტილება ხელისუფლებამ საერთაშორისო არენაზე იმიჯის გაუმჯობესებისა და საუდის არაბეთში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიიღო.

გეგმის ფარგლებში, ხელისუფლება ასევე სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებას შეეცდება.

18 სექტემბერს, Arabian Business იტყობინებოდა, რომ საუდის არაბეთის ისტორიაში, პირველად ქალები ავიადისპეჩერად მუშაობას შეძლებენ. გეგმა ეროვნული პროგრამა Vision 2030- ის ნაწილია. იგი ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს.

2013 წლის ივნისში ტელეარხი „ალ-არაბია“ იტყობინებოდა, რომ საუდის არაბეთში პირველი ავიადისპეჩერი ქალები გამოჩნდნენ. ქვეყანაში ქალთა უფლებები შეზღუდულია. მათ მგზავრობის, განათლების მიღების, დასაქმებისაა და ქირურგიული ჩარევის თაობაზე უფლება მამაკაცისგან უნდა მიიღონ. მათ ასევე არ აქვთ ავტომობილის მართვის უფლება.

Leave A Reply

Your email address will not be published.