” საფეთქელი დაარტყა, საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს”- ქობულეთში 10 წლის გოგო დაიღუპა
შემზარავი შემთხვევა ქობულეთში – 10 წლამდე ასაკის გოგო ფერდობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, სოფელ გვარაში მოხდა,- ინფორმაციას “ტვ 25” ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მცირეწლოვანი კლინიკაში ჰყავდათ მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“ფერდობიდან გადმოვარდა, საფეთქელი დაარტყა, საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს”, – უთხრა TV25.GE-ის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ახლობელმა.