საფონდო ბირჟაზე წარმატების აღსანიშნავად Tesla ატლასის წითელ შორტებს ყიდის

საფონდო ბირჟაზე წარმატების აღსანიშნავად Tesla ატლასის წითელ შორტებს ყიდის, წარწერით "Sexy". მსურველებს სიახლე ელექტრომობილების კომპანიის დირექტორმა, ილონ მასკმა ტვიტერიდან გაუზიარა და ამცნო, რომ პროდუქტი შეზღუდული რაოდენობითაა გამოსული. შორტის ღირებულება 69,420 დოლარია და ის ტესლას ვებსაიტზე იყიდება.

 

ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ ფასი ორი ცნობილი რიცხვის ერთიანობას გამოხატავს — 69 და 420. მასკს მოსწონს ამ რიცხვების ხშირად გამოყენება. მაგალითად დეკემბერში, მას შემდეგ რაც ტესლას ერთი აქციის ფასმა $420-ს მიაღწია, ილონმა ამაზე ხუმრობის შანსი ხელიდან არ გაუშვა. ხოლო 28 ივნისს დატვიტა:

“69 დღე 4/20-დან (20 აპრილი), ჰაჰა”.

პირველ ივლისს ტესლას აქციათა ღირებულებამ 4%-ით მოიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო აქციის ფასმა რეკორდული თანხა, $1,120 შეადგინა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი თითქმის $210 მილიარდი გახდა. აღნიშნული ინდექსით ტესლამ ტოიოტას, დისნეის, კოკა-კოლას და თითქმის ყველა არსებულ კომპანიას გადაუსწრო.

 

წყარო : On.ge

Comments
Loading...