
საფრანგეთი აშშ-ს თავისუფლების ახალ ქანდაკებას გაუგზავნის
გაზეთ Politico-ს ცნობით, ახალი ქანდაკების გაგზავნის მიზანი ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების ხაზგასმაა.
თავისუფლების ახალი ქანდაკება ნიუ-იორკში 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ჩავა. ის პირველ ქანდაკებაზე პატარაა და სიმაღლეში მხოლოდ 2,83 მეტრს აღწევს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ თავისუფლების ახალი ქანდაკება ვაშინგტონში, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციის ბაღში განთავსდება.