საფრანგეთმა თავისი მთავარი ატომური წყალქვეშა ნავი ზღვაში გაიყვანა

შერბურის ნავსადგურიდან ზღვაში გავიდა "ბარაკუდას" ტიპის ფრანგული ატომური წყალქვეშა ნავი Suffren. ინფორმაციას "ტვიტერზე" აქვეყნებს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მინისტრი ფლორენს პარლი.

აღნიშნული წყალქვეშა ნავისათვის ეს პირველი გასვლაა ზღვაში.

შერბურში ასევე პირველად ჩაუშვეს Suffren წყლის ქვეშ,მისთვის განკუთვნილ აკვატორიაში.მისი წყალქევშა მანევრირების შემდგომი გამოცდა უკვე ატლანტიკაში იგეგმება,ხოლო ტესტირების მეორე ეტაპზე,რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ჩატარდება,გამოიცდება იარაღის სისტემის მუშაობა.

ეს ტესტირება ჯერკიდევ მარტში იგეგმებოდა,თუმცა კორონავირუსული პანდემიის გამო,ერთი თვით გადაიდო.

 

Comments
Loading...