საფრანგეთში გრიპის ეპიდემია მძვინვარებს – ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 20 ადამიანი
საფრანგეთში გრიპის ეპიდემია მძვინვარებს. არსებული ინფორმაციით, ეპიდემია ყველა რეგიონს მოედო, გარდა ნორმანდიისა.
ჰოსპიტალიზირებულთა უმრავლესობა 75 წელს გადაცილებულია, დაახლოებით 38% -ზეა საუბარი. ასევე 5 წლამდე ასაკის ბავშვები – 19%.
ბოლო მონაცემების თანახმად, გარდაცვლილია 20 ადამიანი. გარდაცვლილთა უმეტესობა 65 წელს ზემოთაა.