საფრანგეთში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა, ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით დიდთოვლობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, გარდა ამისა, ასობით ათასი საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი,-ინფორმაციას რეგიონალური მედია ავრცელებს.

დგილობრივი მედიის ცნობით, 63 წლის მამაკაცი იზერის დეპარტამენტში მას შემდეგ დაიღუპა, რაც ხე დაეცა. გარდა ამისა, უამინდობის გამო, 27 წლის მამაკაციც დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დიდთოვლობის გამო, დაახლოებით 320 ათასი საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რადგან ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანებულია.

უაამინდობის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს. რეგიონალური მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია, ყველაზე რთული ვითარება გრენობლშია შექმნილი. მოსალოდნელია, რომ გრენობლიდან სარკინიგზო მოძრაობა პარასკევს, დღის მეორე ნახევარში ნაწილობრივ აღდგება.

მაგისტრალებზე საცობებია შექმნილი. გარდა ამისა, A7-ის მაგისტრალზე, რომელიც ლიონს და მარსელს აკავშირებს, სატვირთო ავტომობილების მოძრაობა მთლიანად აიკრძალა.

Comments
Loading...