საფრანგეთში, ეპიდემიის ახალი ტალღის გამო, ოფისებში ნიღბების ტარება სავალდებულო ხდება

საფრანგეთმა 18 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პირველი სექტემბრიდან ოფისებში ნიღბების ტარება სავალდებულო ხდება.

შრომის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება,  ყველა ოფისში, სადაც თანამშრომლები ხვდებიან – მრავალკაციან ოფისებში, შეხვედრების ოთახებში, დერეფნებში თანამშრომლებს მოეთხოვოთ ნიღბების ტარება.

ნიღბის ტარება სავალდებულო არ იქნება მხოლოდ იმ პირისთვის, რომელიც ოფისის ცალკე ოთახში მარტო იმუშავებს.

Comments
Loading...