საფრანგეთში, კომპანია Apple რეკორდული – 1,1 მილიარდი ევროთი დაჯარიმდა

საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა უწყებამ (Autorité de la concurrence, ADLC) კომპანია Apple დამნაშავედ სცნო ორ საცალო გამყიდველთან ფასის შესახებ მოლაპარაკებაში და რეკორდული, 1,1 მილიარდი ევროს მოცულობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

 

აგრეთვე დაჯარიმდა ზემოთ აღნიშნული ორივე კომპანია Tech Data და Ingram Micro 76,1 მილიონი ევროთი და 62,97 მილიონი ევროთი შესაბამისად.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქმე ჯერ კიდევ 2012 წელს აღიძრა. კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი Apple-ის პროდუქციის დისტრიბუტორმა შეიტანა, კომპანიამ eBizcuss. ანტიმონოპოლიური უწყების მიერ განხორციელებული გამოძიების შედეგად დადგინდა მაქინაციის ფაქტი, რომელიც საფრანგეთში კომპანიის პლანშეტებსა და სხვა სახის პროდუქციას ეხებოდა.

“Apple-მა და ორმა საცალომ მოილაპარაკეს, რომ ერთმანეთის კონკურენტები ყოფილიყვნენ ფასებში და ამით თავიდან აერიდებინათ რესელერების კონკურენცია, ამგვარად კი მათ Apple-ს მთელი საცალო ბაზრის სტერილიზაცია მოახდინეს”, – ნათქვამია ანტიმონოპოლიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...