საფრანგეთში მოსწავლეებს სკოლაში მობილურით სიარული აუკრძალეს

2018 სექტემბერიდან საფრანგეთის სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება სრულად აიკრძალება. როგორც სააგენტო France Press წერს, საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან მიშელ ბლანქუერმა განაცხადა, რომ მობილური ტელეფონება სკოლებში მომდევნო სასწავლო წლის დაწყებიდან აიკრძალება.

მედიის თანახმად, სკოლებში მობილური ტელეფონები მომდევნო სასწავლო წლის დასაწყისიდან აიკრძალება. აღსანიშნავია, რომ ეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამჟამად, საფრანგეთის დაწყებით სკოლებში, ასევე მეოთხე კლასამდე მობილური ტელეფონების გამოყენება დაუშვებელია. სექტემბრიდან ეს აკრძალვა სრულად ამოქმედდება. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მობილური ტელეფონები შეინახონ და საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღონ.

საფრანგეთში ბავშვები და მოზარდები მობილურ ტელეფონს ხშირად გამოიყენებენ.

2015 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 2011 წელთან შედარებით, მოზარდების 80% -ზე მეტი მობილურ ტელეფონს ან ე.წ სმარტფონს ფლობს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენდა. საფრანგეთში მობილური ტელეფონების “ჩანაცვლებას” ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გეგმავს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში პროგრამა ყველა ფრანგულ დაწყებით სკოლაში გავრცელდება.

Comments
Loading...