საქართველოს ანტიკორუფციული პალატა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ანტიკორუფციული პალატა საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლესაც mpress.ge უცვლელად გთავაზობთ:
“საგანგებო განცხადება!
საქართველოს ანტიკორუფციული პალატა და პალატის მმართველობის სფეროში შემავალი საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა უმაღლესი სარეიტინგო საბჭო უარყოფით დასკვნებს გასცემენ და რეკომენდაციას არ გაუწევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე უვადოდ დასანიშნად -ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ორ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ერთ მოსამართლეს! დასკვნები გასაჯაროვდება!”,-ნათქვამია განცხადებაში.