საქართველოს მთავრობამ საბერძნეთს ტყის ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება შესთავაზა

საქართველოს მთავრობამ საბერძნეთს ტყის ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმატებით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და დახმარებას უწევს თანამოქალაქეებს.

“მინდა მივუსამძიმრო ბერძენ ხალხს იმ უდიდესი ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა. სამწუხაროდ, ხანძარმა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო რამდენიმე ასეული ადამიანი მძიმედ დაშავებულია. მინდა გამძლეულობა ვუსურვო ჩვენს მეგობრებს ამ უმძიმეს წუთებში.

ჩვენ გამოვხატეთ მზადყონა, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოვუჩინოთ საბერძნეთის მთავრობას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საელჩო მთლიანად მობილიზებულია და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, უწევს დახმარებას ჩვენს მოქალაქეებს. დღევანდელი მონაცემებით, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”,-განაცხადა ბახტაძემ.

 

 

Comments
Loading...