საქართველოს პრეზიდენტმა ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ციხიდან გათავისუფლება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ესაუბრა და ცხინვალის ციხიდან გათავისუფლება მიულოცა.

პრეზიდენტი მოხარულია, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი შობა – ახალი წლის დღესასწაულებს ოჯახთან და ახლობლებთნ ერთად შეხვდება.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას და ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში.

Comments
Loading...