საქართველოში არამდგრადი ამინდი 2 ივლისამდე შენარჩუნდება

2 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

29 ივნისს – 1 ივლისს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

Comments
Loading...