საქართველოში გვიან ღამით მიწისძვრა მოხდა

საქართველოში  გვიან ღამით, 3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ.-ში, სოფელ ფსორში,  01:03 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

 

Comments
Loading...