საქართველოში გრიპის მწვავე ვირუსის გავრცელებაა მოსალოდნელი

საქართველოში გრიპის მწვავე ვირუსი ჯერ არ ჩანს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის რეგიონში გრიპის ვირუსის მატება დაიწყო, უახლოეს მომავალში ჩვენთანაც გაჩნდება პირველი შემთხვევები, – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის სამსახური მუდმივად ზედამხედველობას უწევს ვირუსებს და გამოჩენის შემდეგ, შეიძლება მეტნაკლებად ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რამდენ ხანში იქნება პიკური პერიოდი.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მოსალოდნელ ვირუსს თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ხველა , ყელის ტკივილი და სიმპტომების გამოჩენისთანავე ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონდე ადამიანებმა, ორსულებმა და  ბავშვებმა.

დაავადებათა კონტროლის მიერ გაცემული რეკომენდაციაა, ხელების ხშირი დაბანა, გრიპის ვირუსით დაავადებულმა ადამიანმა თავი უნდა შეიკავონ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისგან და ექიმის რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

„ვირუსის პირველივე გამოჩენისას, 2-3 კვირაში, როგორც წესი მოსალოდნელია გრიპის შემთხვევათა მატების პიკი, როდესაც შედარებით მეტი ადამიანი ხდება ავად. ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდიდან უნდა ველოდოთ ვირუსულ ინფექციას, სწორი არ არის. ჩვენ მუდმივ ზედამხედველობას ვუწევთ ვირუსებს და გამოჩენის შემდეგ შეიძლება მეტნაკლებად ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რამდენ ხანში იქნება პიკური პერიოდი. ვირუსს თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი”, – განაცხადა ზახაშვილმა.
წყარო: 1tv.ge

Comments
Loading...