საქართველოში, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი დღის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემების თანახმად, გუშინ საქართველოში კოვიდინფიცირება 7 521 კაცს დაუდასტურდა, კოვიდინფიცირებით კი 31კაცი გარდაიცვალა.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 006 864 შემთხვევაა დაფიქსირებული, კოვიდინფიცირებით კი გარდაცვლილია 14 512 კაცი.

პოპულარულ საიტ worldometers-ზე განთავსებული მონაცემების მიხედვით შედგენილ პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის რეიტინგის* პირველ ათეულში არიან:

1. საქართველო – 270 040
2. სლოვენია – 258 887
3. ჩეხეთი – 244 340
4. დიდი ბრიტანეთი – 223 644
5. ირლანდია – 220 952
6. საფრანგეთი – 217 943
7. ლიტვა – 216 004
8. ბელგია – 212 902
9. ნიდერლანდები – 210 043
10. ესტონეთი – 204 456

მილიონ მოსახლეზე კოვიდინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით შედგენილ რეიტინგში საქართველო მე-6 ადგილზეა:

1. პერუ – 6 044
2. ბულგარეთი – 4 695
3. ბოსნია და ჰერცოგოვინა – 4 260
4. უნგრეთი – 4 219
5. ჩრდილოეთ მაკედონია – 3 895
6. საქართველო – 3 892
7. ჩეხეთი – 3 437
8. ხორვატია – 3 236
9. სლოვაკეთი – 3 176
10. რუმინეთი – 3 112

თვალშისაცემია, რომ 10-დან 9 ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყანაა.

კორონავირუსით ინფიცირებისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა ინფიცირების შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომის რისკი, ეპიდემიოლოგთა მტკიცებით, სხვადასხვა ასაკის ადამიანებში მკვეთრად განსხვავებულია. ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორ მარკ ვულჰაუსის თქმით, „ეს ძალიან დიკრიმინაციული ვირუსია” და „75 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები 10 000-ჯერ უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათზე 15 წლით ახალგაზრდები”. ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის, პანდემიისაგან მოსახლეობის დასაცავად ქვეყნის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსების (ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობაცაა და ამ მხრივ საქართველოზე წინ სულ რამდენიმე ქვეყანაა, კერძოდ, დანია, ავსტრია, არაბთა გაერთიანებული სამიროები, კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, ომანი, საბერძნეთი, ბაჰრეინი, ჩეხეთი, ისრაელი და ჰონგკონგი ) და სხვა ფაქტორების (მაგალითად, მოსახლეობის სიმჭიდროვე) გათვალისწინებით საქართველოს ყოფნა კორონავირუსით გარდაცვლილთა მსოფლიო რეიტინგის ათეულში მოულოდნელი ჩანს და ამის მიზეზი, გარკვეულწილად, ალბათ, ჩვენ დისციპლინურობაცაა. კორონავირუსით გარდაცვლილთა ათეულში შემავალი ქვეყნები ვაქცინაციის დაბალი დონით გამოირჩევიან, საქართველო კი მათ შორისაც გამოირჩევა – სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობით მხოლოდ ბულგარეთს და რუმინეთს უსწრებს

* – რეიტინგები მოცემულია მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომელთა მოსახლეობაც მილიონს აღემატება.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, არის 3 728 573.

Comments
Loading...