საქართველოში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით, 15:13 საათზე,საქართველოში  3.1 მაგნიტუდის სიდიდის  მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის  ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები  თბილისიდან 3 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან დაფიქსირდა.

მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც.

 

Comments
Loading...