საქართველოში ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 08:42 საათზე, დედოფლისწყაროსთან დაფიქსირდა და 3.3 (ml) მაგნიტუდს შეადგენდა.
მანამდე, 3.6 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 06:12 საათზე დაიფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბორჯომთან იყო.