საქართველოში წყალდიდობებს ელოდებიან

საქართველოში, სინოპტიკოსები წყალმოვარდნებს ელოდებიან.

ტვ ,,იბერიას“ „ახალი ამბების“ ინფორმაციით, ოფიციალური შეტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უკვე მიიღო.

ტელეკომპანიის ცნობიოთვე, საქართველოში მოსალოდნელია სტიქია, წყალდიდობები, წვიმა და სეტყვა. ყველაზე კრიტიკულ პერიოდად 19, 20 და 21 მაისი დასახელდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალური გაფრთხილება ყველა შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

Comments
Loading...