“საქართველო არის ქვეყანა, სადაც თავისუფლება და უზრდელობა ერთმანეთში ერევათ“

გურამ შეროზია ბლოგერ გია ხაჩიშვილის  წერილს აქვეყნებს. მასში ჩამოთვლილია თვისებები, რომლებიც, ბლოგერის აზრით, ჩვენს ქვეყანას ახასიათებს:

„საქართველო არის ქვეყანა:
*სადაც, ცხოვრების დევიზია „ხალხი რას იფიქრებს“
*სადაც, კაცი ორმოც წლამდე ბავშვია
*სადაც, ტვინი ცხოვრებისგან მიღებული იშვიათი საჩუქარია
*სადაც, თავისუფლება და უზრდელობა ერთმანეთში ერევათ
*სადაც, თვითკრიტიკისა და პასუხისმგებლობის გრძნობის დეფიციტია
*სადაც, ადამიანის ცხოვრებისეული ინტერესები და ჰობი შემოიფარგლება იმით თუ ვინ მოაცილა გუშინ ნათელას გოგო სახლამდე
*სადაც, ძვირიანი აქსესუარები „ნაღებ“ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების საწინდარია
*სადაც, ერთს ამბობ და 10-ს ჰყვებიან,
*სადაც, მარტერიალურად წარმატებულ კაცთან ურთიერთობა და გათხოვება წარმატების პიკად ითვლება, მიუხედავად იმისა თუ მასზე 30 წლით უფროსია
*სადაც, იმისი ჯერათ ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის
*სადაც, კაი ბიჭობა ტიტულია
*სადაც აქვთ სექსი, მაგრამ მაინც ქალიშვილები არიან
*სადაც, შვილის გაჩენა ვალდებულებაა, მაგრამ მისი აღზრდა აუცილებელი არ არის
*სადაც, თუ ვედრით ღვინოს არ სვამ და სახლში 2 კაცზე ჩამოკიდებული არ მიჰყავხართ, კაცი არ ხარ
*სადაც, ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ისე რომ ერთმანეთს პატივს არ სცემენ
*სადაც, ძალადობა ნორმაა, შვილი აქსესუარი და შეყვარებული მეპატრონე
*სადაც, სულიერება ყველაზე მაღლა დგას,მაგრამ მატერიალური ღირებულებების გამო ერთმანეთს არ ინდობენ
*სადაც, გაჭირვებულები დაცინვის, ქილიკისა და ცინიზმის მსხვერპლნი ხდებიან
*სადაც, სულ სხვისი იმედი აქვთ
*სადაც, თეორიულად ყველამ ყველაფერი იცის, რეალურად კი არავინ არაფერი…“

Comments
Loading...