საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მე-16-დან მე-12 ადგილზე დაწინაურდა

Heritage Foundation “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი” 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით რეგიონში პოზიცია 2 ადგილით გაიუმჯობესა – ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.

რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).

Comments
Loading...