“საშენკა, ჩვენი პატარა ანგელოზი უკვე ზეცაშია“ – 4 წლის უკრაინელი ბავშვი, რომელსაც დედა ერთი თვეა, ეძებდა, გარდაცვლილი ნახეს

4 წლის ბავშვი, რომელიც უკრაინაში, ევაკუაციის დროს 10 მარტს დაიკარგა, გარდაცვლილი ნახეს.

საშა ბებიასთან ერთად, კიევის წყალსაცავის გავლით, რუსი ოკუპანტებისაგან თავის დაღწევას ცდილობდა.

სამწუხაროდ, ბებია დაიღუპა, თუმცა ბიჭს სამაშველო ჟილეტი ეცვა და იმედოვნებდნენ, რომ ის ცოცხალი იქნებოდა

 

„მადლობელი ვარ ყველასი, ვისაც სწამდა და მოძებნაში მეხმარებოდა. მადლობელი ვარ თქვენი ლოცვისთვის და თანადგომისთის.

თქვენი დახმარებით შევხვდით მე და ჩემი საშენკა ერთმანეთს.

საშენკა, ჩვენი პატარა ანგელოზი უკვე ზეცაშია. მისმა სულმა დღეს მოიპოვა სიმშვიდე“ – წერს საშას დედა თავის ინსტაგრამ გვერდზე.

“პრაიმ ტამი”

 

Comments
Loading...