“საშინელება ხდება, ერთი ადგილზე დაიღუპა, არიან დაშავებულები” – უმძიმესი ავარია სამეგრელოში

ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

არსებული ინფორმაციით,  მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაამორჩილა , იმავე მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა,ორივე კი ტრაილერს.

“საშინელება ხდება, ერთი ადგილზე დაიღუპა, არიან დაშავებულები. რამ გამოიწვია, ჯერჯერობით, უცნობია”-,ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

დაშავებულები ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიაგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების შეფასებით,მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და პაციენტების სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Comments
Loading...