საშინელი ავარია ჩინეთში (ვიდეო)

ინტერნეტში 6 მაისს ჩინეთის ქალაქ ნანჩანში მომხდარი ავარიის ვიდეო გავრცელდა. როგორც ჩანს, ვიდეო სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული.

ვიდეოში ნათლადაა ასახული, თუ როგორ ეჯახება მოტოციკლი სატვირთო მანქანას. დაჯახებისთანავე მოტოციკლიც და სატვირთო მანქანაც ცეცხლის ალში გაეხვა. მიზეზი საწვავის ავზის აფეთქება გახდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო,

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ მოტოციკლის მძღოლს ცეცხლი წაეკიდა,  თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, თვითმხილველებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

Comments
Loading...