საშინელი ტრაგედია რუსეთში – ბავშვები მაცივარში გაიგუდნენ

ტრაგედია დატრიალდა კრასნოიარსკში, როდესაც სამი და ოთხი წლის ბიძაშვილ-მამიდაშვილები დამალაობას თამაშობდნენ.

როგორც გაირკვა, პატარებმა საკუჭნაოში მდგარ ძველ მაცივარში დამალვა გადაწყვიტეს. „მირ” ტიპის მაცივრის კარების გაღება მხოლოდ გარედან შეიძლება.

საღამოს მშობლებმა ბავშების ძებნა დაიწყეს. გამოძახებულმა პოლიციელებმა პატარების გვამები საბედისწერო მაცივარში იპოვეს.

“რეზონანსი”

Comments
Loading...