საშინელი ხანძარი გაზგასამართ სადგურზე – ჩამონგრეული კონსტრუქციის ქვეშ მეხანძრე მოყვა

მიჩიგანის შტატში გაზგასამართ სადგურს ცეცხლი წაეკიდა. როგორც გაირკვა, ხანძარი სადგურის გვერდით მდებარე ბურგერ კინგს გაუჩნდა და ალი მალევე გავრცელდა გარშემო.ხანძარმა ჩამოანგრია კონსტრუქცია, რომლის ქვეშაც მეხანძრე მოყვა და მძიმედ დაშავდა. სახანძრო ეკიპაჟი 20 წუთის განმავლობაში ცდილობდა ცეცხლის ლოკალიზებას. დაშავებული მეხანძრე საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში გაივლის მკურნალობის კურსს.

დრონი.ჯი
Comments
Loading...