საშიში ფლეშმობის გამო, 12 წლის გოგომ 50%-იანი დამწვრობა მიიღო

12 წლის გოგო 2 მეგობართან ერთად თავის სახლში იყო. სადილის შემდეგ ისინი დედამ მარტო დატოვა, რამდენიმე წუთში კი ხმაური გაიგონა. ქალმა დაინახა, რომ მისი შვილი ცეცხლის ალში იყო გახვეული.

დედამ ბავშვი აბაზანაში წყალში ჩააწვინა და შეეცადა მისთვის ტანსაცმელი გაეხადა. გოგო მალე საავადმყოფოში გადაიყვანეს და რეანიმაციაში მოათავსეს. ექიმების თქმით, ბავშვს სხეულის 50%-იანი დამწვრობა აქვს.

ბავშვის მეგობრებმა აღიარეს, რომ მათ იმ გამოწვევაში უნდოდათ ჩართვა, რომელიც YouTube-ზე ნახეს. ლენდერსმა ამისთვის აეროზოლი აიღო, თავისკენ მიმართა, შედეგ კი სანთებელას მოუკიდა.

ფლეშმობი Fire Challenge 2014 წელს გახდა პოპულარული. მისი მონაწილეები ადვილად აალებად სითხეს ისხამენ და ცეცხლს იკიდებენ, ამსახველ ვიდეოს კი სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.

imedinews.ge

Comments
Loading...