ამერიკაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა,მათ შორის 7 მცირეწლოვანია

საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა. “ბიბისის” ინფორმაციით, შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის შვიდი მცირეწლოვანია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობაში ადგილობრივი დროით, 06:00 საათისთვის, ჯერ დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა.

ასევე,ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ხანძრის დროს სამსართულიან კორპუსში 26 ადამიანი იმყოფებოდა. ფილადელფიის სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, კორპუსის რვა მცხოვრებმა შენობის დატოვება დამოუკიდებლად შეძლო.

Comments
Loading...