ჩიკაგოში საცხოვრებელ სახლში ხანძარს 6 ბავშვი ემსხვერპლა

საცხოვრებელ კოსრპუსში გაჩენილ  ხანძარს 8 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი ემსხვერპლა, იუწყება  Fox News-ი .

შემთხვევა ჩიკაგოში, გვიან ღამით მოხდა.

ცეცხლს მეხანძრეები ერთი საათის განმავლობაში აქრობდნენ.  არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოში სამი ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის ერთი მეხანძრე.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია.

Comments
Loading...