სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

2019 წლის 16 ოქტომბერს საქართვლოს სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში კერძო კომპანიის ხელმძღვანელის მიერ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელი კომპანიაში გადიოდა სტაჟირებას. განმცხადებლის მითითებით, მისი უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის სიტყვიერ და ფიზიკურ ქმედებებს, რის გამოც განმცხადებელს შეექმნა დამამცირებელი სამუშაო გარემო და იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა. განმცხადებლის მიერ სახალხო დამცველისთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები ამყარებდა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, წარმოშობილი ვარაუდის გასაქარწყლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

Comments
Loading...