საჯარო სკოლის მოსწავლეს უფროსკლასელები სავარაუდოდ, ფულს სძალავდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეს მასზე უფროსი ბიჭები ფულს სძალავდნენ. აღნიშნულთან დაკვაშირებით, ინფორმაცია სკოლის დირექციას მშობლებმა მიაწოდეს, რის შემდეგაც მოგვიანებით საქმეში მანდატურის სამსახური და სამართალდამცავები ჩაერთნენ.