სენაკის მერი, ვახტანგ გადელია დევნილთა დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრთან, გიგა წურწუმიასთან და პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად გაეცნო.

დევნილთა დასახლებაში არსებული შიდა გზები ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.

მნიშვნელოვანია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობათან ერთად, წესრიგდება სანიაღვრე სისტემა; საბავშვო ბაღ ,,ოცნებას“ მიმდინარე ტერიტორიაზე ასევე იგეგმება მოედნის მოწყობა.

პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 935 194 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...