სენაკის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის ფოტოს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ფოტო გადააკრეს

როგორც ჩანს, საარჩევნო ციებ-ცხელება სენაკში გადამწყვეტ ფაზაში შედის.

სოციალურ ქსელში  მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, აპოლონ(გიგა) გარუჩავამ ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ არის მის საარჩევნო პლაკატზე “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, ვახტანგ გადელიას ფოტო გადაკრული.

შეგახსენებთ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 7 1 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია და კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.

Comments
Loading...