სენაკის მერობის კანდიდატმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა -რას ედავება გიგა გარუჩავა ზედამხედველობის სამსახურს

სენაკის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გიგა გარუჩავამ  სენაკის ზედამხვედველობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებლის წინააღმდეგ, ცოტა ხნის წინ პროკურატურაში განცხადება  შეიტანა.

ამის შესახებ ინფორმაციას სიციალურ ქსელში გარუჩავა თავადვე ავრცელებს.

“ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა კუბეციას წინააღმდეგ შეტანილი განცხადება!

კორუმპირებულმა მოხელეებმა გულგრილობისთვის და ქრთამის აღებისთვის პასუხი უნდა აგოს”, – წერს გარუჩავა.

 

Comments
Loading...