სენაკის მუნიციპალიტეტის მერი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
ვახტანგ გადელია დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
“ვუსამძიმრებ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს და ახლობლებს.
გულისტკივილს გამოვთქვამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გმირულად დაღუპვის გამო.
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ტრაგედიის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს”,- წერია მერის წერილში, რომელიც მის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს, 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი მძიმედ დაშავდა.