სენაკის მუნიციპალიტეტს 350 კონტეინერი გადაეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”,
,,მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს 350 კონტეინერი გადასცა.

კონტეინერების გადაცემას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი ,სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია ,მერის მოადგილე, ლევან ელიავა და საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორი, ბადრი მამულია ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროექტი საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ამასთან, სენაკის მუნიციპალიტეტი 2022 წლის ბოლომდე, ასევე, აღიჭურვება სხვადასხვა ზომის 100 კონტეინერით, ქუჩის (მცირე ზომის) 249 ურნითა და უნიფორმებით. ხოლო 2023 წლის აგვისტომდე, ეტაპობრივად მიეწოდება ნარჩენების შესაგროვებელი 3 მანქანა და პიკაპის ტიპის 3 ერთეული სატვირთო მანქანა.

 

 

Comments
Loading...