სენაკის მუნიციპალიტეტში ხვალ , მერის ინიციატივით, მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართება

ხვალ, 5 ივლისს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით, დილის 9 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო აქტივობების ფარგლებში, მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართება.
როგორც mpress.ge-ს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების წარმომადგენლები მიიღებენ.
ამასთან, მასშტაბურ აქციას შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი მოქალაქე ან ორგანიზაცია, რომელსაც მასში მონაწილეობის სურვილი ექნება.

ცნობისთვის, 22 ივნისს, ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად, სენაკში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. სტიქიამ დააზარალა მუნიციპალიტეტის სოფლებიც – დაზიანდა ხიდები, შიდა გზები, დაიტბორა სავარგულები.

სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

 

Comments
Loading...