სენაკში საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა – ინფიცირებულია საკრებულოს რამდენიმე წევრი

სენაკში  დღეს საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი “ქართული ოცნების” რამდენიმე წევრს დაუდასტურდა, დანარჩენები კი ამავე  პარტიიდან   თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

სხდომაზე მხოლოდ “ენმ-ს” და “პარტია საქართველოსთვის” წევრები გამოცხადდნენ.

შეგახსენებთ, რომ სენაკის საკრებულო 33 წევრისგან შედგება. აქედან 16 “ქართული ოცნებიდანაა, “ენმ – 13”, “პარტია საქართველოსთვის” _ 4.

Comments
Loading...