სენაკში სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება( ფოტორეპორტაჟი)

სენაკში სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მერვე დღეა,  უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

 

შეგახსენებთ, 22 ივნისს, ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად, სენაკში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. სტიქიამ დააზარალა მუნიციპალიტეტის სოფლებიც – დაზიანდა ხიდები, შიდა გზები, დაიტბორა სავარგულები.
სტიქიის პირველივე წუთებიდანვე, მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა მუნიციპალიტეტის სამსახურები. ასევე, შეიქმნა მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც დატბორილ კერძო სახლებს, ეზოებს და ქუჩებს შლამისა და ინერტული მასალისგან ასუფთავებენ.
ადგილობრივი ხელისუფლება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ეცნობა თითოეული დაზარალებული ოჯახის პრობლემას.
რაც შეეხება ზარალს, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მისი  აღრიცხვა.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე
Comments
Loading...