ხანძარი სენაკში – სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
სენაკში, სოფელ ნოსირში, შურღაიების საცხოვრებელ სახლში ხანარი გაჩნა. თვითმხილველების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები დროულად მივიდნენ, ორ სართულიანი სახლი, რომელშიც სამსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, მთლიანად დაიწვა. მათივივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო- სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
როგორც mpress.ge–ს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის დახმარებას გაუწევს.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.