სერგეენკო: ხობში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა,ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დამწვრობის ცენტრში, ხობში, აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.
„პაციენტების მდგომარეობა მძიმეა. მათ სხეულის დიდი ნაწილი აქვთ დამწვარი, მიღებული აქვთ სასუნთქი გზების დამწვრობაც. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად. იმედი მაქვს, ისინი ამას შეძლებენ, თუმცა, მათი მდგომარეობა რეალურად მძიმეა. – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრი დაშავებულების ახლობლებსაც შეხვდა და მათი მდგომარეობა პირადად გააცნო.
საცხოვრებელ სახლში, აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პაციენტი მკურნალობას დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობენ, ორ პაციენტს კი სპეციალიზებულ კლინიკაში გადმოყვანა არ დასჭირდათ და ადგილობრივ კლინიკაში რჩებიან.

შეგახსნებეთ, რომ ხანძარი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ორშაბათს საღამოს გაჩნდა.

Comments
Loading...