სვანური გვარი აქვს, თორემ მეგრელიაო, ამბობდნენ – ვინ იყო კაცი, რომელმაც გარდაცვალებიდან 60 წლის შემდეგ უნიკალური ოპერაცია ჩაატარა?

პოეტი ვასილ ბესელია სოციალურ ქსელში საოცარი ისტორიის შესახებ ყვება, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს:

„სვანი ჩვენგან მეოთხე სახლში ცხოვრობდა.
სვანური გვარი აქვსთორემ ისე მეგრელიაოამბობდნენ
და მაინც „ სვანი ექიმოს“ ეძახდა მთელი სოფელი.
ექიმი არაფერშალი იყოომგამოვლილი,
ათასი უბედურების მნახველი.
მუდამ ბიქსს დააკონწიალებდა და ისე დადიოდა.
მე თვალს არ ვაშორებდი ბიქსს,
ოღონდ საფულე მეგონა და სულ მიკვირდა,
ფულს ჯიბეში რატომ არ იდებდა.

ბავშვი გაუხდებოდათ ავად თუ დიდი,
სვანი იყო მათი ექიმი.
ქირურგიც იყოთერაპევტიცპედიატრიცენდოკრინოლოგიც
და რა ვიცი კიდევ ვინ იყო
რაიონიდან დადიოდნენო სვანთან.
არ ყოფილა შემთხვევა – მისი დიაგნოზი არ გამართლებულიყო.
– 
სვანმა დასვააბა აწი თუ გინდა მოსკოვში წადიიგივეს გეტყვიან!

პატარა ვიყავიბაბუა ავად რომ გახდაძალიან ცუდად იყო.
– 
ახლა მოინდომა სიკვდილი მაინცდამაინცო,
თან წუხდა და თან ბრაზობდა ბებია.
წადი შვილოსვანი მოიყვანეო.
– 
სვანი ბაბუაბებიამ შემოგითვალა მოვიდესო!
– 
გულხეთქებით მივვარდი სვანს.
ხომ მშვიდობააოსვანმა.
– 
ბაბუამ ახლა მოინდომა სიკვდილიმეთქიგადავეცი ბებიას ნათქვამი.
დაავლო ხელი ბიქსს და სინდიყიან წნევის საზომს.
გადაიკიდა ფონედოსკოპიაბა ჩქარაო და გამოქანდა.
ბიქსს მე წამოგიღებმეთქიგამოვართვი დიდი ამბით.

წამოაჯინა ბაბუადაადო ზურგზე მარცხენა ხელის მტევანი და
უკაკუნა მარჯვენა ხელის თითებითგაშანშალებული ანთება აქვსო.
მერე ფილტვებს ფონედოსკოპით მოუსმინა.
აბა ჩაახველე სისოევიჩოაბა სუნთქვა გააჩერეო
ბანკები უნდა დავაყაროთოთორმეტი მაინც დაჭირდებაო.
გამოიტანა ბებიამ პატარამოლურჯო „ბანკები“.
გამოუსვა სვანმა ცეცხლმოკიდებული სპირტიანი ბამბა
და სათითაოდ დაამხო ზურგზე ბაბუას.
აგი გამოიტანს სიცხესოკიდევ კაიმოვასწარით,
თორემ ჩიხოტკაში გადაუვიდოდაო.

ამ დღიდან ხშირად მახსოვს სვანი ჩვენს სახლში.
ახლაც თვალწინ მიდგას „კერასინკაზე“ შემოდგმული ბიქსი,
სვანის თეთრი ცილინდრი და ჩესუნჩის
გაქექილი კიტელიგანიერიშავიაფშლაგიანი შარვალი
და ტილოს ყავისფერი ტუფლები,
რომელზეც წვიმიანში კალოშებს შემოიცვამდა ხოლმე.
კაპიკს არ იღებდა არავისგანარც არავინ სთავაზობდამაგრამმაინც.
ყოფილა – ყოველ ოთხ საათშიდღე და ღამემოდიოდა
ჩვენთან და პენიცილინსა და სტრეპტომიცინს უკეთებდა ბაბუას.
მაშინ მხოლოდ ის მიკვირდაამ ერთი ციცქნა შუშებში
ერთი მილიონი წამალი რაფერ ეტეოდა.

ხმა გავარდასვანი თბილისში გაწერესოარ ყოფილა კარგადო.
შეიცხადა შეშინებულმა სოფელმა.

ერთ კვირაში ჩამოვიდა და ჩვენთან მოვიდა.
ფერი არ ედო!
რავა ხარსისოევიჩომიუჯდა ბაბუასბიქსი ტაბურეტზე დადო.
ახალი წამალი გამოუშვიათაგერაა რეცეპტი,
აგი 12 საათში ერთხელ გექნება გასაკეთებელიაწი თუ დაგჭირდესო.
ბებიას მიუბრუნდა სვანი – ამ წამალთან ბანკები არ დასჭირდებაო,
თვეში ერთხელ წურბელები მიუჯინე კისერზე,
ფეხები თუ დაუსივდესნიახურის ნახარში მიეციო.
მოკლედწავედი ახლაო.
ერთი ჩაის ჭიქა არაყი გადაჰკრა.
ერთი ნაჭერი შაშხი და ცივი ღომის ნაჭერი აიღო
და ჭამაჭამით წავიდა.
ხოვოჭიშკრიდან დაიძახამაგ წამალს კულაშში იშოვითურიებშიო.
ბიქსი დაგრჩაოსიტყვა შეაგება ბებიამ.
ბიქსი მაგ ბაღანას მოსწონს და ჰქონდეს ჩემგანო!

წავიდა და წავიდაორ დღეში მოკვდა!
მაგან იცოდა რომ მოკვდებოდაოთქვა ბებიამ.
გამოიკეტა სვანის სახლის კარი.

დასაფლავების მეორე დღეს ჭიშკარს უცხო „პაბედა“ მოადგა.
შევნიშნემანქანაში ვარდების გვირგვინი იდო.
ცოლქმარი იყვნენთბილისელები.
საფლავზე გაგვაყოლე ბავშვიობებიას თხოვეს.
– 
ერთ პალატაში ვიწექითო თბილისშიჰყვება კაცი,
რძალი მოვიდა სანახავად და თან ერთი წლის შვილიშვილი მომიყვანა,
გაუჩერებლად ტიროდა ბავშვი და პალატაში არ შემოსულა,
მე გავედი დერეფანშიო.
ყვირილით გამოვარდა ის ცხონებულირასაა რომ უყურებთ,
ვერ ხედავთრა ხმაზე ტირის ბავშვიდიფტერიაა მაგი
ჩქარაინფექციურში!
დროზეეგებ უშველოთო!..
ნახევარი საათი უნდოდა და დაგეღუპებოდათ ბაღანაო ,
ასე გვითხრეს ინფექციურის პროფესორებმაც
საავადმყოფოში რომ მივბრუნდიწასული დამხვდა,
მადლობაც კი ვერ ვუთხარიო
გუშინ საბჭოში დავრეკეთ და ეს ამბავი გვითხრეს
დღეს წამოვედითო
გავყევი სასაფლაოზე… ბებიაც წამოვიდანაკურთხი მიწა წამოიღო..
ყვავილებით მოზვინულ სამარეზე გვირგვინს რომ დებდნენ,
შევნიშნეიმ კაცს ცრემლი უბრწყინავდა.

სახლში მობრუნებულმა ბამბუკის „ატაჟერკიდან“,
ბიქსი ჩამოვიღე და გულში ჩავიხუტე

. . .
თითქმის 60 წელია გასული ამ ამბების მერე
6 – 7 
წლის ვიქნებოდი მაშინ.

სექტემბრის დასაწყისში კლასელი მესტუმრაკაი ხნის უნახავი
ძველი მეგობარი.
მოსვლისთანავე პირდაპირ მომახალაუნდა მიშველო,
ცოლს სიმსივნე აღმოაჩნდააქაური ექიმები ოპერაციას ვერ რისკავენ,
ევროპის კლინიკებმაც უარი თქვესერთადერთი კიოლნის
კლინიკა დაგვთანხმდა ოპერაციაზეხარჯთაღრიცხვა უკვე გამოგზავნეს,
ქირურგი გასამრჯელოს არ ითხოვსეტყობა არა აქვს იმედი,
მაგრამ რა ვქნათუნდა გავრისკოთო
ისეის ქირურგი ქართველიაო
– 
და მე რით გიშველომეთქივკითხე შეწუხებულმა და დაბნეულმა.
უნდა გამომყვე გერმანიაშიმე არც გერმანული ვიცი
და არც რუსულიარ მითხრა უარითუ კაცი ხარმარტო არ გამიშვაო!..

ოპერაცია ექვს საათს გაგრძელდა.
ჩამოვწყდით ნერვიულობით.
როგორც იქნაგამოვიდა ჩვენი ქართველი ექიმისაშუალო სიმაღლის,
ჭაღარასანდომიანი კაცი.
ახლა უფრო ხნიერი მეჩვენავიდრე პირველი ნახვისას.
გადავრჩითოგვითხრა სუფთა ქართულითმეტასტაზის
ნასახი არ დამიტოვებია მუცლის ღრუშიო.
რამე თუ არ გართულდაეს ქალბატონი ამ სატკივრით არ მოკვდებაო.
ეს იყო ყველაზე მძიმე ოპერაციარაც კი გამიკეთებიაო.
გვითხრა და სწრაფად შებრუნდა.

მეოთხე დღესსაღამოსმომილოცავსოგვითხრა,
აწი საშიში არაფერიაანალიზები კარგიაშეხორცება კარგად მიდის,
პალატაში გადავიყვანეთო
ახლა შეგვიძლია ცოტა დავლიოთბარში გეპატიჟებითო
უჟმური კაცი გვეგონა და გაგვიკვირდა!
კარგად შეზარხოშებულნი ვართ და ექიმი გვიყვება:
– 
თქვენი ავადმყოფის ისტორია და დისკები რომ გადმოგვიგზავნეს,
უკვე ვიცოდითრომ გერმანიის კლინიკებმა უარი თქვეს ოპერაციაზე.
ჩვენც უარს ვაპირებდითმაგრამ პაციენტის ანკეტაში
საცხოვრებელი ადგილი ნოსირი რომ ვნახეგადავწყვიტერადაც არ უნდა
დამჯდომოდაეს ქალი გადამერჩინა.
იყო იოტისოდენა იმედი და იმ იმედს მოვეჭიდე
კი მქონდა წინააღმდეგობა კონსილიუმიდანმაგრამ ჩემმა ავტორიტეტმა გაჭრა
და გამიმართლა… უზომოდ ვარ გახარებული და მოდითბიჭებო,
ამ არცთუ მაინცდამაინც ცნობილ სოფელ ნოსირს გაუმარჯოსო!
პირდაღებული მივაშტერდით ერთმანეთს მე და ჩემი მეგობარი!
– 
ნოსირი რა შუაშიაჩემო ბატონოიცნობთ ამ სოფელს,
გყავთ იქ ვინმე ნათესავი?
– 
ძალიან დიდი ხნის წინათოგვიყვება ექიმი,
ბაბუაჩემის სანახავად დედაჩემს მივუყვანივარ არამიანცში
ვტიროდი თურმევერ მაჩერებდნენგამოვარდნილა ბაბუას
პალატიდან ვიღაც კაციუშველეთ ბავშვსდიფტერია აქვსოუყვირია
ასე გადავრჩითორემ ვიქნებოდი ახლა 60 წლის მკვდარიო
ის კაცი ნოსირელი ყოფილაბაბუას ნაამბობიდან სხვა არაფერი მახსოვსო!…

სვანისვანი იყო ის კაცი! – შეშლილივით ვიყვირე

ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები
თვალწინ დამიდგა ჩესუნჩის გაქექილ კიტელში და ტილოს
ტუფლებში გამოწყობილი სვანი ბაბუა თავისი განუყრელი
ბიქსითრომელმაც გარდაცვალებიდან 60 წლის მერეაქ,
გერმანიის ერთ პრესტიჟულ კლინიკაში უნიკალური
ოპერაცია ჩაატარა!…“ – წერს ვასილ ბესელია.

http://alia.ge/

Comments
Loading...